ფეხბურთი

18:11 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ

“ჰალეშერის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “კიკერის” ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში კვლავ მოხვდა.

გერმანიის მე-3 ლიგის 29-ე ტურში “ჰალეშერმა” თავის მოედანზე “რეგენსბურგს” 4:1 აჯობა, ხოლო გოგიამ ორი გოლი გაიტანა. მან 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 70-ეზე კი, მატჩში წერტილი დასვა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელი “კიკერის” ვერსიით ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდა.

0.118629