ფეხბურთი

16:18 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგია საუკეთესოებში მეორეა

გერმანიის მე-3 ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად  გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, აკაკი გოგია მე-2 ადგილზე გავიდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 5380 ქომაგმა მიიღო და 19,33 პროცენტმა (1040 ხმა), მხარი გერმანული პასპორტის მქონე ქართველ შემტევ ნახევარმცველს დაუჭირა. პირველი ადგილი “დუისბურგის” ნიგერიელმა ფორვარდმა კინგსლი ონეუგბუმ დაიკავა, რომელმაც ხმათა 77, 53 პროცენტი (4171 ხმა) მიიღო.

დანარჩენი პოზიციები ასე განაწილდა: ფლორიან პფლუგლერი (“ბურგჰაუზენი”), ვინჩენცო მარჩიზი (“შტუტგარტ კიკერსი”) და ფელიხ ლუცი (“ელვერსბერგი”).

განვლილ ტურში, “ქემნიცერთან” მოგებულ (2:1) მატჩში, გოგიამ სრულად ითამაშა და 33-ე წუთზე ანგარიში 2:0-მდე გაზარდა.

0.114659