როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, ქართველი შემტევი გოგი ფიფია, შესაძლოა, მოლდოვურ "დაჩიაში" გადავიდეს. ის "დაჩიაში" ვარჯიშობს და ვნახოთ, როგორ გადაწყდება მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ეს კლუბი მოლდოვის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტეუტას" შეხვდება.
28 წლის ფიფია ბოლოს რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა.
"