23 წლის ბელგიელმა დავიდ გოფინმა უინსტონ-სეილემის ტურნირის მესამე წრეში ფინელ იარკო ნიემინენს 6:4, 4:6, 6:4 აჯობა და ზედიზედ 25-ე მოგება იზეიმა. ბოლოს გოფინმა წლევანდელ უიმბლდონზე წააგო, როდესაც მას პოლონელმა იეჟი იანოვიჩმა სძლია.
“იარკოსთან მატჩი მეტად რთული გამოდგა. კორტზე ნამდვილი ბრძოლა იყო და ასპარეზობის მიწურულს ნაჩვენები საკუთარი თამაშით კმაყოფილი დავრჩი. 25 მოგების შემდეგ საკუთარი ძალისადმი რწმენა გემატება და წაგებაზე არცკი ფიქრობ. ყოველ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და კორტზე ბოლომდე ვიხარჯები. თავდაჯერებულობა მიზნის მიღწევაში მეხმარება”, - განაცხადა გოფინმა ნიემინენის დამარცხების შემდეგ.







