ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გლენ ჰოდლი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი დარჩა.
ბრაზილიაში ინგლისელებს ურუგვაის, კოსტა-რიკისა და იტალიის ნაკრებებთან მოუწევს თამაში, ჰოდლმა კი, Sky Sports-სთან საუბრისას ჯგუფს იდეალური უწოდა.
“ჩვენთვის იდეალური ჯგუფია. არის უფრო სუსტი, მაგრამ უფრო რთული ჯგუფებიც. იოლ ჯგუფში ფეხბურთელებზე დიდი წნეხი იქნებოდა, ახლა კი, უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ოთხეულში სიძლიერით მესამე გუნდად განგვიხილავენ. ვფიქრობ, თუ გუნდის ძირითადი ბირთვი ფორმაში იქნება, ჯგუფიდან გასვლა სავსებით შესაძლებელია” - ამბობს ჰოდლი.