გერმანიის ბუნდესლიგის მე–6 ტურის გახსნით მატჩში, „გლადბახმა“ „ბრაუნშვაიგს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. აინტრახტელთა წარუმატებლობას სათავე ოსკარ ვენდტმა დაუდო, რომელმაც მარცხენა ფრთაზე ეფექტურად ჩამოიშორა მეტოქე და ბურთს სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
რამდენიმე წუთში, რაფაელმა მაქს კრუზეს ჩაწოდებულს თავი დაჰკრა და მიონხელადბახელებს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. ცხადი იყო, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და საქმეს 3 ქულამდე მიიყვანდა.
მიუხედავად ყველაფრისა, სტუმრებმა 58–ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ კრუზეს თერთმეტმეტრიანმა „ბრაუნშვაიგის“ ფეხბურთელებს იმედი საბოლოოდ მოუსპო. მასპინძლებმა ეს არ იკმარეს და რაფაელის დუბლის წყალობით, ტაბლოზე 4:1 დააფიქსირეს.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“.
გლადბახი – ბრაუნშვაიგი 4:1 (2:0)
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, დომინგესი, იანტშკე, არანგო (იუნესი 89), რაფაელი, ჯაკა (ნორდტვეიტი 77), კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 81).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ბრაუნშვაიგი: პეტკოვიჩი, დოგანი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, კალიჯური, ტოიერკაუფი, ბოლანდი (კრუპკე 84), ელაბდელაუი (ჯექსონი 84), ბელარაბი, კუმბელა (ადემი 68).
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლი: 1:0 ვენდტი (22), 2:0 რაფაელი (31), 2:1 ბოლანდი (58), 3:1 კრუზე (72პ.), 4:1 რაფაელი (76)
გაფრთხილება: ჯაკა (25) – ბელარაბი (1), ბიჩაკჩინი (73)
კარში დარტყმა: 13 (9) – 12 (6) ჯარიმა: 12 - 14 კუთხური: 0 - 1 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 5 – 5