გერმანიის ბუნდესლიგის 30–ე ტური „გლადბახისა“ და „აუგსბურგის“ დაპირისპირებით დაიწყო. ლუსიენ ფავრის გუნდი მეტოქეს საკუთარ კედლებში დაუხვდა და შინ უქულოდ გააბრუნა.
მატჩის გადამწყვეტი მომენტი 26–ე წუთზე დადგა, როდესაც საჯარიმო მოედანში უხეშობისთვის მსაჯმა აუგსბურგელი კევინ ფოგტი გააძევა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ფილიპ დამსი მივიდა, რომელმაც მეკარის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით ზუსტად დაარტყა და მიონხენგლადბახელები წინ გაიყვანა
სტუმრებს 10–კაციანი შემადგენლობით საათზე მეტ ხანს თამაში მოუწიათ და რა გასაკვირია, რომ მასპინძლებთან ვეღარაფერი გააწყვეს. თავის მხრივ, „გლადბახმა“ მინიმალური ანგარიში იკმარა და საჭირო 3 ქულა მოიპოვა.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 50175
გლადბახი – აუგსბურგი 1:0 (1:0)
გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, დომინგესი, დამსი, მარქსი, არანგო, იანტშკე, ჯაკა, ჰერმანი (იუნესი 76), ჰანკე (90), მლაპა (74).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ვერდერი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, ოსტშოლეკი, ვერნერი (რაინჰარდტი 31), ბაიერი, ფოგტი, მორავეკი (ერლი 84), ჰანი, მიოლდერსი (მუსონა 66), დონ ვონი.
აუგსბურგი: ტომას შააფი
გოლი: 1:0 დამსი (27)
გაფრთხილებები: დამსი (16), ჰერმანი (48), მარქსი (52), დომინგესი (74) – ვერჰაგი (54)
გაძევება: ფოგტი (26)
კარში დარტყმა: 17 (6) – 7 (2) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 3