გერმანული “გლადბახის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს, მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მსურველები მრავლად ეყოლება. მოგეხსენებათ, გერმანელისთვის ბრძოლაში ფავორიტი კატალონიის “ბარსელონაა”.
“იმედია, შტეგენი ჩვენთან დარჩება, მაგრამ თუ “ბარსელონას” დონის კლუბი მოგვმართავს, სიტუაცია ძალიან გართულდება და მისი დათმობა მოგვიწევს”, - უთხრა “გლადბახის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გერმანულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” შტეგენს ვიქტორ ვალდესის შემცვლელად განიხილავს.