როგორც ჩანს, გერმანული “გლადბახის” ახალგაზრდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უახლოეს პერიოდში გუნდს დატოვებს.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ კატალონიური “ბარსელონა” 10 მილიონ ევროს იხდის, თუმცა, Bild-ის ცნობით, გლადბახელები მის სანაცვლოდ არანაკლებ 12 მილიონ ევროს მიიღებენ.
კატალონიელთა გარდა შტეგენის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება იტალიური “მილანი”, თუმცა სატრანსფერო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩარევას არ ჩქარობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია