ფეხბურთი

3:40 | 2.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„გლადბახი“ „აინტრახტს“ წამოეწია

გერმანიის ბუნდესლიგის 24–ე ტურში, ლუსიენ ფავრის „გლადბახმა“ ფრანკფურტის აინტრახტი მისსავე კედლებში დაამარცხა და უშუალო კონკურენტს სატურნირო ცხრილში მიუახლოვდა. სადღეისოდ, მიონხენგლადბახელები ფრანკფურტელებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

სათამაშო უპირატესობას „აინტრახტი“ ფლობდა და მეტოქის კარსაც ხშირ–ხშირად უტევდა, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანას ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ, „გლადბახის“ რამდენიმე შეტევა გამოვიდა ძალზე სახიფათო, ერთ–ერთი მათგანი კი, გოლით დასრულდა – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ჰოლანდიელმა ლუკ დე იონგმა თავი დაუხვედრა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

„აინტრახტს“ საათზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თუნდაც ქულა გადაერჩინა, მაგრამ „გლადბახი“ თავს კარგად იცავდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. შედეგად, ფავრის გაწვრთნილებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და საჭირო 3 ქულა მოიპოვეს.

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500

აინტრახტი – გლადბახი 0:1 (0:1)

აინტრახტი: ტრაპი, ანდერსონი, ოჩიპკა, იუნგი, სამბრანო, ინუი, შვეგლერი, როდე, აიგნერი, მაიერი, ლაკიჩი (ჩელოცი 46).

მწვრთნელი: არმინ ფე

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, დომინგესი, შტრანცლი, ნორდტვეიტი, დამსი, იანტშკე, იუნესი (ჰანკე 77), მარქსი, ჰერმანი (რუპი 84), დე იონგი (მლაპა 75).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გაფრთხილებები: სამბრანო (31), ანდერსონი (52), როდე (83), შვეგლერი (90) – დე იონგი (70), დამსი (82)

გოლი: 0:1 დე იონგი (22)

არში დარტყმა: 11 (2) – 5 (2) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 1 – 2

 

1. ბაიერნი 23 19 3 1 63:8 60
2. დორტმუნდი 23 12 7 4 51:27 43
3. ლევერკუზენი 23 12 6 5 43:30 42
4. აინტრახტი 24 11 5 8 38:35 38
5. ფრაიბურგი 23 9 8 6 29:22 35
6. გლადბახი 24 8 10 6 33:34 34
7. ჰამბურგი 23 10 4 9 28:32 34
8. ჰანოვერი 23 10 3 10 46:42 33
9. მაინცი 23 9 6 8 31:28 33
10. შალკე 23 9 6 8 37:38 33
11. შტუტგარტი 23 8 5 10 25:40 29
12. ვერდერი 23 8 4 11 39:47 28
13. ფორტუნა 23 7 6 10 28:31 27
14. ნიურნბერგი 23 6 9 8 23:30 27
15. ვოლფსბურგი 23 7 6 10 23:33 27
16. აუგსბურგი 23 3 9 11 20:36 18
17. ჰოფენჰაიმი 23 4 4 15 27:48 16
18. ფიურტი 23 2 7 14 13:36 13

 

2 მარტი: დორტმუნდი – ჰანოვერი, ვოლფსბურგი – შალკე, ვერდერი – აუგსბურგი, ნიურნბეგრი – ფრაიბურგი, ჰამბურგი – ფიურტი, ლევერკუზენი – შტუტგარტი.

3 მარტი: ჰოფენჰაიმი – ბაიერნი, ფორტუნა – მაინცი.

ბომბარდირები: კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12.

0.104466