საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე თსუ-ს აწ უკვე ყოფილი წევრი, უკანახაზელი გივი ბაქრაძე კარიერას ფინეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქალაქ ვაპუას “კორიკობრატში” გააგრძელებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბაქრაძემ განუცხადა.
“მიწვევა შვედეთიდანაც მქონდა, მაგრამ ფინელებმა უკეთესი პირობები შემომთავაზეს. “კორიკობრატთან” კონტრაქტი 1+1 პირობით გავაფორმე. ფინურ კლუბში მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე უნდა გამოვცხადდე”, - გვითხრა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაქრაძე “კორიკობრატში” 2009-10 წლების საკალათბურთო სეზონშიც თამაშობდა, როცა გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა.