Daily Mail-ის ცნობით, ესპანურ “მალაგასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა ვარჯიშზე “დორტმუნდის” ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ მინდორზე მოშარდა, რითაც თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო.
გიოტცე სარეკლამო ფარების უკან გადავარდნილი ბურთის მოსატანად გაიქცა, ეგონა არავინ ხედავდა და უცებ მოისაქმა. თუმცა, რას წარმოიდგენდა, რომ ტელეობიექტივების “მსხვერპლი” გახდებოდა. გიოტცეს “ვაჟკაცობა” მალევე ესპანურმა ტელევიზიამ უჩვენა მაყურებელს.
http://www.youtube.com/watch?v=LCo6wwkJuwE&feature=player_embedded