ფეხბურთი

13:36 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცემ კონტრაქტის პირობებით ისარგებლა

 

გერმანული “დორტმუნდის” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ 20 წლის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ მიუნხენის “ბაიერნთან” ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა შემტევმა და მისმა აგენტმა მიუნხენელები იმ თანხის გადახდაზე დაიყოლიეს, რამდენიც მოქმედი კონტრაქტის გამოსასყიდ პუნქტში ეწერა. “რეკორდმაისტერმა” 37 მილიონი ევრო გადაიხადა, დორტმუნდელებს კი, ძალიანაც რომ მოენდომებინათ, ტრანსფერის წინააღმდეგ წასვლის უფლება აღარ ჰქონდათ.

“ცხადია, უაღრესად იმედგაცრუებულნი ვართ. რა გაეწყობა, გიოტცემ და მისმა აგენტმა კონტრაქტის მიხედვით, სამართლიანად იმოქმედეს”, - განაცხადა “დორტმუნდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ.  

დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა და სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გულშემატკივრებს მადრიდის “რეალთან” მატჩში გიოტცეს გამხნევება და მხარდაჭერა სთხოვეს.

 

0.132543