ფეხბურთი

17:48 | 2.05.2014 | ნანახია NaN - ჯერ

გიოტცე: “უკმაყოფილო ვარ”

“ბაიერნის” 21 წლის შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე აღიარებს, რომ მიუნხენურ გუნდში ყოფით უკმაყოფილოა.

“რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. თუმცა, ვაპირებ თავდაუზოგავად მუშაობა განვაგრძო და მწვრთნელის ნდობა დავიბრუნო, რათა სასტარტო შემადგენლობაში თამაში დავიწყო.” – ციტირებს გიოტცეს სიტყვებს Sport Witness-ი.

Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიოტცესა და გვარდიოლას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. გერმანელმა იცის, რომ კატალონიელი სპეციალისტის სურვილი მის ნაცვლად ბრაზილიელი ნეიმარის შეძენა იყო და 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მწვრთნელის სურვილის საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

მარიო გიოტცემ, ბუნდესლიგაში ჩატარებული 32 ტურიდან მონაწილეობა 26-ში მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში ის 19-ჯერ იყო, ხოლო სრული მატჩი ფეხბურთელმა მხოლოდ 8-ჯერ ჩაატარა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:27 | 08.05.2014
jokua (3910)

ციტირებს შკყ

14:30 | 08.05.2014
lukaluuu (304)

ყველაზე საზიზღარი და ცუდი მწვრთნელი ) ფეხბურთელების საუბრებიდან გამომდინარე

12:15 | 08.05.2014
chamilo (33560)

არადა ისეთი შემდგენლობა ჰყავს ფულემს 10 ეულში უნდა ყოფილიყო

12:12 | 08.05.2014
BEERTRANCE (97819)

აბა როდის უნდა გაუშვან?

0.066259