მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, ჯერ კიდევ “დორტმუნდის” ნახევარმცველ მარიო გიოტცეს “მანჩესტერ სიტი” ბრწყინვალე პირობებს სთავაზობდა, მაგრამ უარი განაცხადა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა რაფაელ ჰონიგშტაინმა თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ “სიტი” გიოტცეს წელიწადში 20 მილიონ ევროს, ან კვირაში 331 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა. რამდენიმე დღის წინათ, “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა თქვა, რომ გიოტცემ ერთ-ერთი კლუბის ფანტასტიკურ წინადადებაზე თქვა უარი. როგორც ჩანს, ზამერი სწორედ “სიტის” გულისხმობდა.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” გიოტცე 37 მილიონ ევროდ შეიძინა.