თამაშგარე

11:02 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე სატრფოს დაშორდა

 

როგორც რეალობამ აჩევნა, ყველაზე მეტად ის წყვილები შორდებიან ერთმანეთს. რომლებიც გამუდმებით თავიანთ სიყვარულზე საუბრობენ და მუდმივად უსვამენ ხაზს იმას, რომ ერთმანეთის ყველაზე მეტად ესმით და მათი სიყვარული ისეთივე მარადიულია, როგორც ეგვიპტის პირამიდები.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანელი ფეხბურთელის, მარიო გიოტცესა და გერმანელივე მოდელის, ან-კატრინ ბრუმელის ამბავმა, რომლებიც გამუდმებულად მათ ტრფობაზე და ურთიერთგაგებაზე საუბრობდნენ. ბოლოს კი გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს.

როგორც გერმანული “ყვითელი“ მედია იუწყება, დაშორების მიზეზი შესაძლოა ორმხრივი ღალატი იყოს, რისი ნიშნებიც თავიდანვე იკვეთებოდა. ან-კატრინი უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ნაკლებად ჩანდა ფეხბურთელის გვერდით, რაც საჭორაოს ბულვარულ პრესას ყოველთვის აძლევდა. ბოლოს კი ამ წყვილის დაშორება ოფიციალურად განცხადდა. ასე რომ, ვინც გამუდმებით საკუთარ სიყვარულზე საუბრობს, ურთიერთობებში ხშირად ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ მას აქვს ხოლმე...

0.158689