დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ მადრიდის “რეალთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო შეიძლება სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ გაკეთებული პირველადი დიაგნოზით, გიოტცეს სავარაუდოდ ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. თუმცა ზუსტ პასუხს სრულყოფილი გამოკვლევა იტყვის, რომელიც ფეხბურთელს ამ დღეებში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, მარიო გიოტცემ “რეალთან” მატჩში ტრავმის გამო მოედანი მე-14 წუთზე დატოვა.