ფეხბურთი

15:49 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე: “ჰუმელსმა ბოდიში მომიხადა”

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა მატს ჰუმელსმა ყოფილ თანაგუნდელს, ამჟამად კი მიუნხენის “ბაიერნის” წევრ მარიო გიოტცეს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, გასული სეზონის მიწურულს, როდესაც გიოტცე ბავარიულ კლუბს ტრანსფერზე შეუთანხმდა, ჰუმელსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანაგუნდელის გადაწყვეტილებას ახსნას ვერ უძებნიდა, რადგან მას “ბორუსიაში” ყველა პირობა ჰქონდა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.

“ჰუმელსის სიტყვები წავიკითხე, მაგრამ მალევე, მან მომიბოდიშა და ამ საკითხთან დაკავშირებით სალაპარაკო აღარაფერია”, – განაცხადა გიოტცემ ამ დღეებში ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

0.1225