ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, მადრიდში, გერმანულ “დორტმუნდს” მარიო გიოტცე და ილქაი გიუნდოგანი დაეხმარებიან, მაგრამ საეჭვოა ლუკას პიშჩეკის თამაში.
ბოლო დღეებში, გიოტცეს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, ხოლო გიუნდოგანს კისერი ტკიოდა. გუშინ, ორივე ფეხბურთელმა ჩვეულად ივარჯიშა და ისინი ესპანეთის დედაქალაქში მიემგზავრებიან.
კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პიშჩეკის თამაში. საზარდულის ტრავმის გამო, მან გუშინ მხოლოდ 10 წუთით ივარჯიშა.