გერმანული “დორტმუნდის” ერთ-ერთი ლიდერი მარიო გიოტცე შაბათს, თავისი მომავალი კლუბის, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. არაა გამორიცხული, მან ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გამოტოვოს. ამის მიზეზი “რეალთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
“რეალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული შეხვედრა 14 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიოტცემ ტრავმა მიიღო და ის შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული.
FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შაბათს გასამართ მატჩში, რომელშიც “დორტმუნდი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, გიოტცე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ითამაშებს თუ არა ის 25 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს მის გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.