სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ყველაშვილი ( 19,11,81.202სმ,102კგ), სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ,,რუსთავში” ჩაირიცხა და ქვემოქართლელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ, ,,მსოფლიო სპორტს” ,,რუსთავის” პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, ყველაშვილი ბოლოს, 2012-13 წლების სეზონში, ,,ბათუმი-რსუ”-ში ასპარეზობდა. აღნიშნული კლუბის გარდა ,,შსს აკადემიაში”, თსუ-ში, სსაუ-ში აქვს ნათამაშები. რამდენიმე წელი უცხოეთში, კონკრეტულად, რუსეთში თამაშობდა.