კალათბურთი

18:17 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხანიაშვილი ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე “ოლიმპის” ფორვარდი გიორგი ხანიაშვილი (21.04.89, 169სმ) ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხანიაშვილი გრიპის ვირუსით იყო დაავადებული და ამის გამო 10 დღე არ უვარჯიშია. ხანიაშვილმა ავადმყოფობის დროს მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-4 ტურში “ოლიმპი”-“შსს აკადემიას” შეხვედრა გამოტოვა, რომელიც “ძალოვნებმა” 81:59 მოიგეს.

0.11588