გამოცდილი და ყველასათვის კარგად ნაცნობი 33 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი საფეხბურთო კარიერას “დილაში“ გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ გორელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
სომხიშვილი ბოლოს საჩხერის “ჩიხურას“ შემადგენლობაში გამოდიოდა. ასევე უთამაშია სხვადასხვა კლუბებში: ზუგდიდის “ბაიაში“, თბილისის და ბათუმის “დინამოში“. გიორგი 2001/02 წლებში “დილას“ რიგებშიც იმყოფებოდა.