ინტერვიუები

18:55 | 13.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შაშიაშვილი: "თითქმის გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" ვბრუნდები"

გიორგი შაშიაშვილი თბილისის "დინამოში" ბრუნდება. "მსოფლიო სპორტი" 33 წლის გამოცდილ მცველს დაუკავშირდა და მისგან შეიტყო, რომ თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია და კონტრაქტი ორშაბათს გაფორმდება. როგორც იცით, შაშიაშვილმა სეზონის პირველი ნახევარი "დილაში" გაატარა.
- რა სტადიაშია თქვენი "დინამოში" გადასვლის საკითხი?
- დეტალებიღა დარჩა. შეიძლება ითქვას, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" ვბრუნდები. ხვალ კონტრაქტსაც გავაფორმებ.
- "დილაში" რა სიტუაციაა?
- მწვრთნელი არაა დანიშნული. გაურკვეველი სიტუაციაა და ვერაფერს გეტყვით. რაც ვიცი, დაფინანსება არ შეწყდება. შესაძლოა, შედარებით ნაკლები დაფინანსება იყოს, მაგრამ მაინც.
- "დინამოს" გარდა, სხვა ვარიანტი გქონდათ?
- იყო რაღაც საუბრები, მაგრამ "დინამომ" შემომთავაზა გადმოსვლა. ეს კლუბი კი ჩემთვის მშობლიურია და დავთანხმდი.

რად უნდა თქმა, შაშიაშვილი საკმაო ძალა იქნება "დინამოსთვის". გიორგი 1996-2005 წლებში იყო "დინამოში" და საკმაო ხანს გუნდის კაპიტანიც გახლდათ. შემდეგ 'ალანიაში" გადავიდა, საიდანაც 2006 წელს დაბრუნდა "დინამოში" და ნახევარი სეზონი ითამაშა. 2006 წელსვე, "შაში" ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდა, შემდეგ კი იყო გრაცის "შტურმსა" და ბერძნულ "ერგოტელისში". გიორგიმ შარშან ივნისში "ერგოტელისიდან" "დილაში" გადაინაცვლა.
 

ილია ნანობაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11496