სუპერლიგისა და ქვეყნის ექს-ჩემპიონ ,,არმიას” ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე (27.04.90, 210სმ, 104 კგ), 2013-14 წლების სეზონშიც ,,არმიაში” ითამაშებს. ამის შესახებ, ,,მსოფლიო სპორტს” თავად შარაბიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ შარაბიძე, გუნდის შექმნის დღიდან, ზედიზედ მესამე სეზონია “არმიაში” თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ, გუნდთან ერთად, საქართველოში არსებული ყველა საკალათბურთო ტიტული მოიგო. მართალია, წელს ტრამვის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, მაგრამ 2012-13 წლების სეზონის ბოლოს ფორმაში შესვლა მოასწრო და ,,არმიას” მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში ლომის წილი შეიტანა. იგი ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატად იყო დასახელებული, მაგრამ 13 საუკეთესო სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა.