20 წლის გიორგი ქვილითაია ერთი კვირის განმავლობაში იყო შვეიცარიულ “გრასჰოპერში”, თუმცა კლუბთან კონტრაქტი ვერ გაფორმდა. ამის მიზეზი ტრავმაა – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდს საზარდულის ტრავმა აქვს და კიდევ ერთი თვე ვერ ივარჯიშებს.
ქვილითაია “მსოფლიოს სპორტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “გრასჰოპერში” პირდაპირ კონტრაქტზე მიდიოდა:
“შვეიცარიულ გუნდს თურქეთში შევუერთდი შეკრებაზე. ორი დღე ვივარჯიშე და საზარდული საშინლად ამტკივდა. მივხვდი, რომ მკურნალობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. 2 კვირა მკურნალობას სჭირდება, კიდევ 2 კვირა რეაბილიტაციას. ასე რომ, სრული დატვირთვით ვარჯიშს ერთ თვეში დავიწყებ. “გრასჰოპერში” პირდაპირ კონტრაქტზე მივდიოდი და არა გასინჯვაზე. 6-თვიანს პლუს 3-წლიან ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხერხდა”.
გიორგიმ გვითხრა, რომ ზაფხულში კიდევ არის შესაძლებელი “გრასჰოპერში” გადასვლა. მანამდე კი გორის “დილაში” დარჩება, ანუ სეზონს აქ ჩაამთავრებს - ასეთი იყო წინასწარი შეთანხმებაო. ბუნებრივია, ქვილითაია “დილას” შეკრებაზე ვერ გაჰყვება: ჯერ უნდა იმკურნალოს.
“გრასჰოპერი” დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ევროთასებზე მუდმივად მონაწილეობს და ამჟამად შვეიცარიის სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა – 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბაზელს”. “გრასჰოპერს” “დორტმუნდის” ყოფილი მწვრთნელი მიხაელ სკიბე თავკაცობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლივლენდი ჰიუსტონი დონე თამაში დაიდო ბრავო ჰარდენი ცოდოა ეს კაცი მარტო რა კაირიმაც ჩაატარა ლავიც მომწონს სან ანტონიოს მარცხს ვერ ჩავწვდი
дევისი, ლილარдი, ჰარдენი дა განსაკუთრებით ვესტბრუკი წალეკავენ ამ სეზონში ყველაფერს. სრული კარტ-ბლანში აქვთ სროლებზე. მაგრამ რაд გინдა? ერთი მერცხლის дა გაზაფხულის ამბავია მაგათი თავის გაგიჟება DDDDDDDDD
რამდენ ბილეთს გააფუჭებდა სან ანტონიო
“კლივლენდი” – “ჰიუსტონი” კარგი თამაში იყო....
კლივლენდი წელსაც ძალიან ძლიერია