ფეხბურთი

15:16 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნერგაძე: "თბილისის "დინამო" მიწვევს და მოსალაპარაკებლად ჩამოვდივარ"

ქართველი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე, როგორც იცით, ბოლო 4,5 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის "მოროკა სვალოუსში" თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელიც გახლდათ. იქ, ნერგაძემ 2012 წელს ქვეყნის თასი მოიგო და ფინალში გოლიც გაიტანა.

ნერგაძე სამხრეთაფრიკულ შოცცერლადუმა-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის "დინამოსგან" აქვს მიწვევა და მოსალაპარაკებლად საქართველოში მოდის.

"დიახ, მე კონკრეტული წინადადება მაქვს "დინამოსგან" და საქართველოში ჩასვლისას გვექნება საუბარი. იმედია, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება".

31 წლის ნერგაძე ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკის კლუბებიდანაც აქვს წინადადება. ერთ-ერთი ასეთია "ბლუმფონტეინ სელტიკი": 

"ვადასტურებ, რომ სამხრეთ აფრიკის გუნდებმაც შემომთავაზეს გადასვლა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, თუ "დინამოსთან" ვერ შევთანხმდი, მაშინ სამხრეთაფრიკულ ვარიანტებს დავთანხმდები".

ნერგაძეს "მოროკა სვალოუსამდე" უთამაშია წყალტუბოს "სამგურალში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოში", ბათუმის "დინამოსა" და "ბორჯომში". გიორგი თბილისელთა კაპიტანიც გახლდათ, როცა გუნდს გერმანელი რაინერ ცობელი წვრთნიდა. შემდეგ, ცობელი "მოროკა სვალოუსში" დაინიშნა და სწორედ მისი ინიციატივით მოხვდა ფეხბურთელი აფრიკულ კლუბში.

0.116707