ფეხბურთი

21:04 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლომაია: “ინტერში” “პირველი მეკარის” ცნება არ არსებობს”

ბაქოს “ინტერის” მეკარემ გიორგი ლომაიამ ინტერნეტგამოცემა azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა.

- თურქულ შეკრებაზე “ინტერმა” 6 საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 2 მოიგო. ამ თამაშების შედეგი რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- ჩემთვის მსგავსი შეხვედრების შედეგი მნიშვნელოვანი არაა. ყველამ იცის, რომ ამ დროს შემადგენლობას ამოწმებენ, ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ. მთავარი, ოფიციალური მატჩებია. ისეთი გუნდიც კი, როგორიც მიუნხენის “ბაიერნია” საკონტოლო მატჩებს აგებს. ამჟამად, მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის თამაშებში რაც შეიძლება მეტი ქულები დავაგროვოთ.

- ყველაზე რთული რომელი მატჩი ამოჩნდა?

- მეტოქის სათამაშო დონის გათვალისწინებით, რთული გერმანულ “არმინიასთან” შეხვედრა იყო. ამ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს. ამიტომ, შედეგი (2:2) სავსებით მისაღებია. გარდა ამისა, ჩვენ გუნდს უფრო მეტი გოლის გატანის შანსი ჰქონდა. “არმინიასთან” თამაშის შედეგი მოტივაციისა და თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონატში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

- განვლილ თამაშებში სამწვრთნელო შტაბი კარში ადგილს როგორც თქვენ, ასევე, სალახათ აგაევს ანდობდა. “ინტერის” პირველი მეკარე ვინ არის?

- გუნდში სამი მეკარეა. ჩემსა და სალახათის გარდა, კიდევ ელშან პოლადოვია. სამივე ვცდილობთ გუნდს წარმატება მოვუტანოთ. მწვრთნელი კარში მას აყენებს, ვინც უკეთესადაა მზად. ჩვენ გუნდში “პირველი მეკარის” ცნება არ არსებობს. ყველა მზად ვართ, რომ გუნდისთვის 90 წუთი ვითამაშოთ.

- “ინტერმა” ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ წელი მე-4 ადგილზე დაასრულა. გუნდს რა სჭირდა?

- მართალი გითხრათ, რა ხდებოდა ჩვენც არ ვიცოდით. მთავარია, რომ ამ წარუმატებლობას თავი დავაღწიეთ. ახლა მე-3 ადგილზე მყოფ გუნდს 7 ქულით ჩამოვრჩებით. ეს ცოტა არაა. ამიტომ, ყოველი თამაშისთვის სეროზულად უნდა მოვემზადოთ. ჩემპიონატში კონკურენცია ძალიან გაიზარდა და ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია ქულები დაგვაკარგვინოს. ქულათა მაქსიმუმი რომ დავაგროვოთ, ჩვენი გამარჯვებების სერია უნდა დავიწყოთ.

- 2014 წელს ჩემპიონატში პირველი მატჩი აზალ-თან გელით.

- გავიგე, რომ ეს გუნდი შესვენების დროს გაძლიერდა. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. საშინაო მატჩში სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. ამის შემდეგაც ქულები არ უნდა დავკარგოთ. ამის ლიმიტი ამოვწურეთ. პრიზიორთა შორის რომ მოვხდეთ, ყოველ შეხვედრაში 3 ქულის აღება აუცილებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩემპიონატსა და თასზე ბოლომდე ვიბრძოლოთ. ევროთასებზე მოხვედრა კვლავ გვსურს.   

- უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა “ყარაბაღს”, “გაბალასა” და “ნეფთჩის” შორის წარიმართება.

- ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. თუმცა, წინ 18 ტურია. ვის შეუძლია ახლა თქვას რომელ პოზიციაზე იქნება “ინტერი” 10 ტურის მერე? კარგად გვესმის, რომ “ყარაბაღის”, “გაბალასა” და “ნეფთჩის” დამარცხებაა საჭირო. ისინიც შეეცდებიან, რომ მოგვიგონ. ჩემპიონის ვინაობას სამი თვის მერე გავიგებთ.

0.122111