ფეხბურთი

19:55 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კორიფაძე: “ვფიქრობ, “ნეფთჩის” დამარცხებასაც შევძლებთ”

 

 7 აგვისტოს “ჩიხურა” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს თბილისში ბაქოს “ნეფთჩის” წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა 0:0 ბაქოში ითამაშეს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდნენ. ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. როგორც მოგეხსენებათ, სტუმრად გამართული მატჩის დროს “ქართული სპორტის ქომაგების” მიერ გამოკრულმა ბანერმა აზერბაიჯანელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც უკვე მერამდენე დღეა განსჯის მიზეზი გახდა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ “ქართული სპორტის ქომაგები”, რომლებიც გამოირჩევიან ქომაგობით და თითქმის ყველა თამაშს ესწრებიან საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე, ამ მატჩს პროტესის ნიშნად არ დაესწრონ. მიზეზი “ჩიხურას” ხელმძღვანელობის პოზიციაა. როგორც “ქართული სპორტის ქომაგები” აცხადებენ, მათ “ვაი გულშემატკივრები”  და “მტრები” უწოდეს, რასაც ისინი აპროტესტებენ.

ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ “ჩიხურას” ფეხბურთელს გიორგი კორიფაძეს.

 - გიორგი საკმაოდ მძიმე მატჩის მოლოდინშია “ჩიხურა”, მართალია სტუმრად ღირსეულად ითამაშეთ და ფრე ურიგო შედეგი არაა, მაგრამ არც საშინაო მატჩი იქნება იოლი, თან შესაძლოა “ქართული სპორტის ქომაგები” არ დაესწრონ ამ შეხვედრას, რაც უფრო გაურთულებს ქართულ კლუბს საქმეს..

- სანამ თამაშზე ვიტყვი, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა “ქართული სპორტის ქომაგებზე”. საკლუბო თუ სანაკრებო თამაშებზე ეს ადამიანები მხურვალედ ქომაგობენ და ეს დასაფასებელია. უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მათ ერთიანი საქართველოს დროშა ჰქონდათ, რომელზეც წლები იყო მითითებული, თუ რომელი ტერიტორია რა დროს დავკარგეთ და ვფიქრობ, ამას სამშობლოს სიყვარულით აკეთებდნენ და არანაირ პროვოკაციაზე არ იყო გათვლილი. გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს ინციდენტი მალე უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ.  გვჯერა, რომ ქომაგები გვერდით დაგვიდგებიან. 7-ში თითოეული ადამიანის მოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს ქომაგების. ამიტომ ყველას ვთხოვ წყენა დაივიწყოს და გვერდით დაგვიდგეს.

- ბაქოს პრეზიდენტმა “ჩიხურა” უარყოფითად დაახასიათა, მისი თქმით “ჩიხურა” გუნდი არ არის და განმეორებით შეხვედრაში გადაწყვიტავენ ყველაფერს.

- “ნეფთჩი” კარგი გუნდია, მაგრამ არა ისეთი, რომ “ჩიხურამ” ვერ შეძლოს მისი დამარცხება. სწორედ ამიტომაც უნდა იყოს ქომაგი ჩვენს გვერდით, რათა ერთად შევძლოთ სასურველი მიზნის მიღწევა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეტაპიც გადავლახოთ. არანაკლებ ძნელი იყო “ბურსასთან” შეხვედრა, მაგრამ თამაში წაგვივიდა და ვფიქრობ, “ნეფთჩის” დამარცხებასაც შევძლებთ.

 

ედემ ელერჯია

0.11502