ფეხბურთი

23:37 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კიკნაძე “სიონის” მთავარი მწვრთნელია

გიორგი კიკნაძე ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია მის შესაძლო დანიშვნაზე “მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე დღის წინათ მოგაწოდათ, ახლა კი საკითხი გადაწყვეტილია.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “ფრაიბურგის” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი კიკნაძე მწვრთნელად მუშაობდა რუსთავის “ოლიმპში”, თბილისის “ლოკომოტივსა” და ქუთაისის “ტორპედოში”. კიკნაძე ამ გუნდებში ზაზა ზამთარაძესთან ერთად საქმიანობდა. 


0.129986