გიორგი გოროზია თბილისის “ლოკომოტივიდან” ნორვეგიის “სტაბეკში” გადავიდა. ამ ინფორმაციას ნორვეგიული კლუბის საიტი იუწყება. ხელშეკრულება 2,5 წლიანია და გოროზია “სტაბეკში” 10 ნომრით ითამაშებს.
გოროზია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა ვასილ მაისურაძის თავკაცობით. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა.
“სტაბეკს” რაც შეეხება, ნორვეგიაში მეცხრე საფეხურზეა. გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ერთხელ, 2008 წელს გახდა. მწვრთნელი სახელიანია: ამერიკელი ბობ ბრედლი, რომელიც აშშ-ის ნაკრების დამრიგებელი გახლდათ.
გოროზია: “მოხარული ვარ, რომ აქ გავაგრძელებ კარიერას. ვეცდები, ბოსს (ბობ ბრედლის) იმედები გავუმართლო”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქ ბალაკი მართალია, ინგლისი ისევ ჩვეულ მოძველებულ ჩამყაყებულ სტილით თამაშობს,ვერაფერი ცვლილება ვერ დავინახე ამ ორი თამაშით