საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ფოფხაძემ, შესაძლოა, პოლონურ "იაგელონიაში" გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ პოლონური Sport-ი წერს და კლუბის პრეზიდენტის, ასევე ერთ-ერთი მფლობელის ცეზარ კულეშას სიტყვებიცაა მოყვანილი:
"ფოფხაძემ უკვე მიიღო პოლონეთის ვიზა და შესაძლოა, სამშაბათსვე შემოგვიერთდეს. ის ცაციაა, მარცხენა მცველი გახლავთ, თუმცა მარცხენა ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. ეს უკვე მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული".
"იაგელონიაში", გეცოდინებათ, ნიკა ძალამიძე ირიცხება და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლოს დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.
ეს კლუბი პოლონეთის ექსტრაკლასაში მეათე ადგილზე გავიდა, მიმდინარე სეზონი კი კარგად დაიწყო და ორი მატჩიდან ორივე მოიგო.
ფოფხაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩში (დანიასთან 1:2 მარცხი) ითამაშა, პოლონეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. მან ბოლო სეზონი აზერბაიჯანულ "ბაკიში" გაატარა, მანამდე კი იყო თბილისის "თბილისში", ბერძნული "ოლიმპიაკოსის" სარეზერვოებში, დანიურ "ვიბორგში", "ზესტაფონსა" და ავსტრიის "შტურმში".