ფეხბურთი

15:04 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე "ბაქიდან" წავიდა

გიორგი ფოფხაძე აზერბაიჯანულ "ბაქიში" აღარ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 26 წლის მარცხენა მცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა, გასულ დღეებში ვარჯიშობდა მილინკო პანტიჩის გუნდში და საბოლოოდ, წასვლა გადაწყვიტა. ფოფხაძე თავისუფალი აგენტია.

სად გააგრძელებს კარიერას გიორგი, ეს ჯერ უცნობია. შეხსენებისთვის, "ბაქიში" წასვლამდე, 2011-2012 წლების სეზონში ფოფხაძე ავსტრიის ჩემპიონ "შტურმში" თამაშობდა.

 

თეგებიფოფხაძე
0.121419