სუპერლიგის ერთ-ერთი ტანმაღალი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ფერიაშვილი (20.01.91, 211სმ, 88კგ), ახალი სეზონიდან სუპერლიგაში დაბრუნებულ “მაკაბიში” ითამაშებს.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” “მაკაბის” პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ჯამლეთ ხუხაშვილმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ “მაკაბი”, სუპერლიგას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
რაც შეეხება გიორგი ფერიაშვილს, იგი საკალათბურთო კლუბ “მაკაბის” აღზრდილია და ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა.