ფეხბურთი

16:31 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ტორპედოს” შემოთავაზებაზე არაფერი გამიგია”

 

გავრცელდა ხმები, შესაძლოა, ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახდესო. ჯერჯერობით, ესპანელი ჟერარდ სარაგოსას წასვლა ოფიციალურად არ დასტურდება და ბუნებრივია, დევდარიანსაც არ გაუკეთებია ხმაურიანი კომენტარი. “მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა:

-       ვერ გეტყვით, “ტორპედოსგან” შემოთავაზებაზე არაფერი გამიგია. ამჟამად 19-წლამდელებს ვაკვირდები, რომლებიც გაისად შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებენ.

-       ანუ 1996 წელს დაბადებულებს, რომლებსაც 17-წლამდელთა ასაკის დროსაც წვრთნიდით.

-       დიახ.

-       მათ ფინალურ ეტაპამდე ერთი გოლი დააკლდათ. იქნებიან ამ ნაკრებში ახალი სახეები?

-       ჭაბუკთა ლიგაში რამდენიმე საინტერესო ჭაბუკი გამოჩნდა. უბრალოდ, ჭაბუკთა ლიგა არაა ისეთი მაღალი დონის და კარგი იქნება, თუ ისინი დუბლებში მაინც დაწინაურდებიან. არის არაერთი პერსპექტიული ფეხბურთელი. მათი გვარების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

-       ბირთვი იგივე დარჩება, რომლებიც 17-წლამდელებში გყავდათ?

-       შეიძლება ასე ითქვას. დღევანდელი გადმოსახედიდან ასეა. იმ ნაკრების არაერთი ფეხბურთელი ვასილ მაისურაძესაც ჰყავდა გამოძახებული 1995 წელს დაბადებულთა გვერდით და რამდენიმე მათგანმა ითამაშა კიდეც ნოემბრის შესარჩევში. 

0.116313