ფეხბურთი

12:08 | 3.04.2013 | ნანახია 589 - ჯერ

გიორგი დარასელია: “ვისაც გააქვს, ის იგებს”

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის 26-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ასტრახანის “ვოლგარი” სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ხაბაროვსკელებმა ერთადერთი გოლი მატჩის 90-ე წუთზე პენალტით გაიტანეს და მისი ავტორი ევგენი ლუცენკო გახლდათ.

“სკა-ენერგიაში” მყოფი ქართველებიდან “ვოლგარის” წინააღმდეგ სრულად ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ და გიორგი ნავალოვსკიმ. მათ მსგავსად სასტარტოში იყვნენ გოჩა ხოჯავა და შოთა გრიგალაშვილი. პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 58-ეზე. ხოჯავამ 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ხაბაროვსკელთა რიგებში არ გამოჩენილა ოთარ მარცვალაძე.

მატჩის 23-ე წუთზე ნესტერენკო ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს და ხაბაროვსკელთა კარში პენალტი დაინიშნა. “სკა-ენერგიას” მეკარე ანდრეი სოლოსინმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია. 90-ე წუთზე კი, მსაჯმა წითელი ბარათი “ვოლგარის” ფეხბურთელ პილიევს აჩვენა და პენალტი მასპინძელთა კარში დანიშნა, რომელიც ლუცენკომ გამოიყენა.

მატჩის შემდეგ დარასელიამ განაცხადა, რომ რთულ თამაშს ელოდა:

“როდესაც აქ მოვდიოდოთ, ვიცოდით, რომ მძიმე მატჩში გველოდა. გუნდებთან, რომლებსაც ცოტა ქულა აქვთ, იოლი თამაში არასოდესაა. ბიჭებმა იყოჩაღეს, ყველაფერი გააკეთეს და ბოლო წუთზე მოიგეს. კარგი თამაში გამოვიდა და მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა”.

- თქვენი აზრით, ანგარიში თამაშის მსვლელობას შეესაბამება თუ გაგიმართლათ?

- ნებისმიერ მატჩში, როდესაც გუნდი მინიმალური ანგარიშით იგებს, შეიძლება ითქვას, რომ მას გაუმართლა. ვფიქრობ, ანგარიში მატჩის მიმდინარეობის შესაბამისია. ეს ფეხბურთია. ვისაც გააქვს, ის იგებს.

“სკა-ენერგიას” 42 ქულა აქვს და 17 გუნდში მე-3 ადგილი უკავია.

ამავე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა” მოსკოვის “ტორპედოსთან” სტუმრად 1:1 ითამაშა. ნალჩიკელთა შემადგენლობაში დავით სირაძე 90-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გუჯა რუხაიას არ უთამაშია. “სპარტაკს” 39 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:26 | 03.04.2013
araza-1918 (6330)

ქართველები კიდევ ერთხელ გააკვირვებენ რუსებს ხაბაროვსკს რომ გადაიყვანენ უმაღლესში

17:21 | 03.04.2013
Giorgi Nemsiwveridze (10)

მაგარი მწვრთნელია ჩემი აზრით ქეცბასაც ჯობია

15:14 | 03.04.2013
anaklya (176)

გილოცავთ ქართველებო, განსაკუთრებით გიორგი დარასელია! 3 გასვლით თამაშში 2 მოგება, რუსეთის ჩემპიონატის დებიუტანტი მწვრთნელისთვის ცუდი შედეგი არაა. ვისაც რუსეთის პირველ ლიგაში თამაში აზერბაიჯანზე, ლიტვაზე და სხვა საფეხბურთო "გრანდ" ქვეყნებზე იოლი ჰგონია, შეუძლია იკამათოს.

13:01 | 03.04.2013
bobo-vieri (1338)

კომენტარები აღარ იწერება...

0.114222