ვლადიკავკაზის “ალანიას” ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას აზრით, “კრასნოდართან” წაგებისა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ყოფნის მიუხედავად, ჩრდილოეთ ოსური საფეხბურთო კლუბისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. ამის შესახებ, მან “ალანიას” ოფიციალური ვებგვერდთან საუბარში განაცხადა.
- გულშემატკივრები მოედანზე შენს გამოჩენას ძალიან დიდ ხანს ელოდნენ. საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდით?
- მართლაც, დიდი ხანია არ მითამაშია და როდესაც შანსი გამიჩნდა, მსურდა რომ გუნდს მოეგო, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი. ჩვენ კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ წავაგეთ.
- “კრასნოდართან” რატომ ვერ გაიმარჯვეთ?
- ჩემი აზრით, “კრასნოდარს” უბრალოდ გაუმართლა. მსაჯების შესახებ არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ ყველამ ყველაფერი დაინახა. მატჩის ბოლო წუთებზე, მეტოქეს გვერდი ავუარე და ჩაწოდება მინდოდა, მაგრამ სასტვენის ხმა გავიგე. მსურდა ბურთი ამეღო, რათა ჯარიმა შემესრულებინა, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მსაჯმა ჩემს წინააღმდეგ თამაშის დროს წესის დარღვევა დააფიქსირა. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიკვირდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ წესი მე დამირღვევია. ყვითელი ბარათიც კი მომცეს. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს.
- გესმოდა ტრიბუნებზე, რომ შენ სახელს სკანდირებდნენ?
- რა თქმა უნდა. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ გუნდმა წააგო და ახლაც კი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
- ახლა სიტუაცია კრიტიკულია. გამოსავალი რაა?
- ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ჩვენთვის თითოეული თამაში მნიშვნელოვანია და მათთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.