გიორგი ჭანტურიამ TuttoMercatoWeb.com-თან საუბარში განაცხადა, რომ ამჟამად “კლუჟის” მოთამაშეა და მხოლოდ ამ გუნდში წარმატების მიღწევაზე ფიქრობს.
-კარგი, მაგრამ მე თუ “ვერონაზე” გკითხავთ?
- მე ვამბობ, რომ ეს დიდი კლუბი და დიდი გუნდია. იქ იტურბე და ლუკა ტონი თამაშობენ. ასევე, სხვა ფეხბურთელებიც ძლიერები არიან. იტალია მიყვარს, რადგან ფანტასტიკური ქვეყანაა.
- სეზონის ბოლოს იტურბე “ვერონადან” წავა. თუ ამ გუნდში გადახვალთ ლუკა ტონისთვის იდეალური პარტნიორი იქნებით.
- ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება. დიახ, ეს მართალია. ტონის გვერდით თამაში კარგი იქნებოდა, რადგან ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გოლები გააქვს. რატომაც არა? თუმცა, ახლა “კლუჟზე” ვფიქრობ, რადგან მასთან კონტრაქტი მაქვს და თავის გამოჩენა მსურს.
- თქვენ ქართველ მესის გეძახიან. “მძიმედ” სატარებელი მეტსახელია.
- ეს გაზეთების მოგონილია და მეტი არაფერი. მესი ფენომენია, წარმოუდგენლად ძლიერი მოთამაშე, რომელიც ფანტასტიკურ რაღაცეებს აკეთებს. ის ჩემი კერპია.
- იტალიაში ვინ მოგწონთ?
- მარიო ბალოტელი. დიდებული ფეხბურთელია.
- მოდით, აწმყოზე ვისაუბროთ. “კლუჟში” თავს როგორ გრძნობთ?
- იქ ხალხმა კარგად მიმიღო. ძალიან კარგად მეპყრობიან. ბედნიერი ვარ.
- თუმცა, იტალიაზე ოცნებობთ?
- რატომაც არა.
- რაზე ოცნებობთ?
- ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე. იტალიაში თამაში კარგი იქნებოდა. “ვერონა” კარგი გუნდია.