სუპერლიგის მონაწილე, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის, თასისა და სუპერთასის მფლობელ “ქუთაისი-2010”-ის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი (გიგი) ბარბაქაძემ ქუთათურებთან კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა და 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის ბოლომდე გააფორმა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძის თანაშემწემ, მედეა მხეიძემ, განუცხადა.
“პატარა ველურა” (გიორგის მეტსახელი) ერთ-ერთი იმ კალათბურთელთაგანია, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ “ქუთაისი-2010”-ში შექმნის დღიდან თამაშობს და დღემდე მისი ერთგულია.