ფეხბურთი

11:26 | 18.08.2013 | ნანახია 0 - ჯერ

გიგზმა უელსის ნაკრების გაწვრთნა მოისურვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ მომავალში უელსის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა სურს.

“როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობ და შემდეგ მწვრთნელობას იწყებ, ბუნებრივია, მშობლიური ნაკრების ჩაბარების სურვილიც გიჩნდება. ეს იმ ფეხბურთელი ისტორიას ჰგავს, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზეა. თავდაპირველად, იმ კლუბში თამაში გსურს, რომელსაც გულშემატკივრობ. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ამავდროულად, კარგად მესმის, რომ ამ პოსტზე მხოლოდ ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის გამო არავინ დაგნიშნავს. უელსის ნაკრების მწვრთნელობას დამსახურება უნდა”, - განუცხადა გიგზმა Daily Mail-ს.

ცნობისათვის, შემოდგომაზე, გიგზს 40 წელი უსრულდება.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 17.08.2015
ambako (2432)

საქართველოს თასი
ჩიხურა მერცხალი 1-0; საბურთალო ვიტ ჯორჯია 0-2
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=12335'))
"უკმაყოფილო ვარ შედეგით, თამაშით კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ ფრეს ვიმსახურებდით, არ მინდა საერთოდ მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ ხინთიბიძის მოცელვისათვის, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა-პენალტს ვიმსახურებდით"-გვითხრა ნამატჩევს "მერცხალის" პრეზიდენტმა, მამუკა გოგუაძემ

14:27 | 17.08.2015
skeleton (244)

საღოლ კობახ,მეორე რასაკაიფო შეუგდია

0.080095