რაიან გიგზის კარიერის უაღრესად საამაყო მომენტი “მანჩესტერ იუნაიტედის” გავწრთნაა. უელსელი მანჩესტერულ საფეხბურთო კლუბში 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და უამრავი ჯილდო მოიპოვა.
დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დათხოვნის შემდეგ, გუნდის გაძღოლა სეზონის ბოლომდე გიგზს დაავალეს და მისი დებიუტი შაბათს პრემიერლიგაში “ნორვიჩთან” შედგება.
“მე მხოლოს ის შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად ამაყი ვარ. ამ კლუბს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება. ამაყი და ბედნიერი ვარ, მაგრამ ცოტა ვნერვიულობ. როგორც ფეხბურთელებს სჩვევიათ, შაბათის მატჩს მოუთმენლად ველოდები.
ვიცი, რომ მოედანზე როდესაც გავალთ, “ოლდ ტრაფორდი” დაიქუხებს. მოთამაშეებს ვუთხარი: “ თქვენი მჯერა და ვიცი რაც შეგიძლიათ. გადით მოედანზე და აჩვენეთ.”. ეს ისეთი რამაა, რითაც უნდა დავტკბე. ამ ორნახევარი კვირის განმავლობაში, გულშემატკივრებს სახეზე ღიმილი უნდა დავუბრუნო” – იუწყება Sky Sports-ი გიგზის სიტყვებს.