ინგლისის საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა უელსელმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გიგზი, რომელია ამჟამად 40 წლისაა, “მანჩესტერ იუნაიტედში” 1990-2014 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 963 მატჩში 168 გოლი გაიტანა. ის 13-ჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 4-4-ჯერ ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასები მოიპოვა, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში იმარჯვა. თითოჯერ ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
განვლილ სეზონში, გიგზი მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო დევიდ მოიესის გუნდიდან გაშვების შემდეგ, დროებით მთავარი მწვრთნელი გახდა. მომავალ სეზონში, იგი მანჩესტერელთა ახალი თავკაცის ლუის ვან გაალის თანაშემწე იქნება.