ფეხბურთი

20:33 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიგზმა ჯერ არ იცის, დაასრულებს თუ არა ფეხბურთელის კარიერას

“მანჩესტერ იუნაიტედის” 40 წლის მოთამაშე-მწვრთნელმა, რაიან გიგზმა ჯერ არ იცის, დაამთავრებს თუ არა ფეხბურთელის კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს.

გიგზი “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას 22 აპრილს შეუდგა. მან გუნდს ერთ მატჩში უთავკაცა, რომელშიც “წითელმა ეშმაკებმა” “ნორვიჩი” 4:0 გაანადგურეს.

“ამჟამად კონცენტირებული “სანდერლენთან” გასამართ მატჩზე და სეზონის კიდევ ორ დარჩენილ შეხვედრაზე ვარ. თუმცა, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ასე რომ, რომელიმე გუნდის გაწვრთნაზე, ან მწვრთნელის ასისტენტობაზე ამჟამად საუბარს აზრი არ აქვს.

ჯერ კიდევ ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე. თუმცა, ჩემი ფიქრები მხოლოდ მიმდინარე სეზონს უკავშირდება და არა მომდევნოს.” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Telegraph-ი.

0.122748