“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ნახევარმცველი რაიან გიგზი ახალი იდეით გამოდის. უელსელს სურს, რომ ზამტრის არდადეგები ინგლისის პრემიერლიგაშიც იყოს.
“ვფიქრობ, ინგლისის ჩემპიონატს მცირეხნიანი არდადეგები ხელს არ შეუშლიდა. აუცილებელი არაა, ეს მაინც და მაინც შობას დაემთხვეს. თუნდაც, იანვარში რომ დავისვენოთ, ურიგო არ იქნებოდა. მაგალითად, 2 კვირა სადმე მზეს მივეფიცხებოდით, შემდეგ კი, დავბრუნდებოდით და კიდევ ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ჩემპიონატს განვაახლებდით.
გასაგებია, რომ ინგლისში გულშემატკივარს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ჩემპიონატის მიმდინარეობას სატელევიზიო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეუსვენებლად თამაში ეროვნულ ნაკრებსაც ვნებს. პაუზის გარეშე თამაში საერთასორისო ტურნირებზე ისახება”, - განუცხადა გიგზმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.