ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ კლუბში უელსელი ვეტერან რაიან გიგზისთვის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე ფიქრობენ.
ფეხბურთელი, რომელსაც 29 ნოემბერს 40 წელი შეუსრულდება, “წითელი ეშმაკების” ღირსებას 1990 წლიდან იცავს და სხვა გუნდისკენ არასდროს გაუხედია.
“ის არ გავს იმ ფეხბურთელს, რომელიც კარიერას უახლოეს პერიოდში დაასრულებს. რაიანმა სამწვრთნელო კარიერისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ ისიც ესმის, რომ თამაში კიდევ შეუძლია. როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებებს ბოლო მომენტში იღებენ. მის ასაკში ძნელია გადაწყვეტილების ნახევარი წლით ადრე მიღება” - განუცხადა The Telegraph-ს მოიესმა.