თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მაყურებლები ტრიბუნებზე ადვილად შეამჩნევდნენ ფეხბურთის უელსელ ლეგენდას, რაიან გიგზს, რომელიც საფრანგეთისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშებს დაესწრო. გიგზი სტამბულში სამწვრთნელო კურსებს გადის და ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავების თამაშის ცქერის სიამოვნებასაც არ იკლებს. თურქეთში მყოფ რაიანს ესპანური Mარცა-ს ჟურნალისტებმა მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.
- უკვე თითქმის 40 წლის ხართ და ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე 22 წელია თამაშობთ. რა არის თქვენი საიდუმლო?
- არაერთი რამ. უპირველესად, თავდაუზოგავი შრომა. ამას ემატება დიდ მწვრთნელთან ხანგრძლივი დროით მუშაობა და კარგი ფეხბურთელების ატმოსფეროში ყოფნა. ხელი უნდა შეგიწყოს ორგანიზზმა და მენტალურადაც მზად უნდა იყო. საჭიროა საკუთარი თავის მოტივირებაც. ამ ყველაფრის ერთობლიობა კარიერის გახაგრძლივებაში გეხმარება.
- კარიერის დასრულებასთან ახლოს ხართ?
- დიახ, ძალიან ახლოს. ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშს თავს 34-35 წლის ასაკში ანებებს.
- უახლოეს მომავალში მწვრთნელად გიხილავთ?
- ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს რას გავაკეთებ, როდესაც პენსიაზე გავალ. მწვრთნელობა, ახალგაზრდებთან მუშაობა, მენეჯერობა... ვინც იცის. მინდა, ყველაფრისთვის კარგად ვიყო მომზადებული. გადაწყვეტილებას 2-3 წლის შემდეგ მივიღებ, როდესაც ზმად ვიქნები.
- რას ფიქრობთ ესპანეთის ნაკრების შესახებ?
- ესპანეთის ნაკრები სავსეა დიდი ფეხბურთელებით, ისეთებით, როგორებიც არიან ფაბრეგასი, ინიესტა და ჩავი. როდესაც ბურთს ფლობენ ისინი დიდებულები არიან. ეს გუნდი ბოლო 6-7 წლის განმავლობაში საუკეთესოა. მათი მემკვიდრეები არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ. ესპანელებს საქმე ყველა ასაკობრივ დონეზე კარგად მისდით და ვფიქრობ, მათი დონიმირება დიდხანს გაგრძელდება.
- ერთ-ერთი მათგანი, ტიაგო, შესაძლოა, თქვენი თანაგუნდელი გახდეს. ფიქრობთ, რომ ის “მანჩეტერისთვის” კარგი დანამატი იქნება?
- მისი რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი. ის კარგი ფეხბურთელია. თუმცა, “მანჩეტერთან” და კარგ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ყოველთვის ბევრი ჭორი ვრცელდება. ვნახოთ, რა გამოვა. ნებისმიერი შემთხვევაში, ტიაგო ძალიან ნიჭიერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
the legend
გერმანია დაუსვავ წერტილს ესპანელების პარპაშს
2008 ში გერმანია იყო ფავორიტი და გაუყარა ფინალში ტორესმა.. 2010 ში გერმანია იყო ფავორიტი და გაეყარა კიდევ... 2012-ში იძახდნენ უეჭველი გერმანიისაა თასიო და ბალოტელიმ გაუყარა და 2014 შიც გამოჩნდება ვინმე ვინც გაუყრის...
"2014 შიც გამოჩნდება ვინმე ვინც გაუყრის..."
მასე დარწმუნებულიც ნუ იქნები
2014-ში ლეო და არგენტინა მოუყომარებს.
არგენტინა ჯგუფურიდან თუ გავიდა მადლობა ტქვას.
თაობები ბევრ ქვეყანას მოსდის ძალიან მაგარი განა საქართველოში არ არიან ნიჭიერები? მაგრამ ხოიცით რაცხდება მთავარი ზუსტად ეგაა ესპანელებმა მოახერხეს და პირველ ადგილზე დააყენეს ბავშვთა ფეხბურთი და მიაქციეს ყურადღება შედეგიც სახეზეა ნაკრებს ნაკრებზე დღნავენ და ეგ კაი ხანი გასტანს აბა ეროვნული იტალიას ევროპის ჩემპიონატის ფინალში რო 4:0 მოუგებს იტალიას და 21 წლამდელები 4:2 რაღა უნდა თქვა : ))
თან რაც ყველაზე მთავარია კაი ხანია გრძელდება და კიდე გასტანს მათი "პარპაში" და დომინირება მსოფლიოში
შონ კონერიმ რო თქვა მსგავსი რაღაც კომენტარებში დ.ე.დ.ი.ს. პ.რ.O.ჭ.ი ამოუტრიალეს და ამას რავა ყველა ერთხმად ეთანხმება
)
გიგზ საქართველოს შემდეგ კი გასტანს
შეიდზლება სასაცილოდ მოგეჩვენოტ მაგრამ საქარტველოს კიდე შეუდზლია ესპანეტისავიტ ტამაში ტეკნიკა ჩვენც გვაკვ ახალგაზდები ცამოვა ესპანეტს გადაუვლიტ
ვვიცით სერ რაიან ვიცით
ერთი მადრიდის რეალს არ ეღირსა ეგ სტილი და წარმატებები თორემ ესპანელები სრულად დომინირებენ

თუ მესი არ დაიჭირეს,რეალს წარმატებები კიდევ კაი ხანს არ ეღირსება
21 წლამდელები მომავალში ამ ეროვნულზე მეტ ტიტულს მოიგებს არანაკლები თაობა მოსდით თუ მეტი არა
ამათ დომინირება კიდე კარგა ხანს გასტანს , თან ყველა ასაკობრივი თუ ეროვნული ერთ სტილს უბერავს , იმენა გიჯები არიან რა,
გეთანხმები ბრატ ; ) აგერ 21-წლამდელებმა ევროპა მოიგებს, მალე 20-წლამდელები მსოფლიოს ჩაიხუტებენ და ეროვნული კიდე კონფედერაციის თასს ... = )))))