“მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერლიგის ბოლო ტურში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ფილ ჯონსი და უეინ რუნი ვერ დაეხმარებიან. "წითელი ეშმაკების" მცველს მხრის ტრავმა აქვს, ხოლო თავდამსხმელს საზარდულის პრობლემა აწუხებს.
გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა ბრიტანულ მედიასთან დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად იქნება:
"ფილის ტრავმა არაა ისეთი მძიმე, როგორიც წარმოგვედგინა. მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ იგი მზად იქნება. რაც შეეხება რუნის, მან უკვე დაიწყო ვარჯიში, თუმცა მომავალ შეხვედრაში მისი თამაში სათუოა, ხოლო მუნდიალს მზადყოფნაში შეხვდება."
შეგახსენებთ, რომ როი ჰოჯსონი მუნდიალისთვის ინგლისის ეროვნული ნაკრების 23-კაციან შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს.
გიორგი ბალახაძე