ფეხბურთი

12:38 | 27.03.2014 | ნანახია 1980 - ჯერ

გიგატაძეს “დილა” ჩააბარეს

გორის “დილას” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძე დაინიშნა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახური იუწყება.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქუთაისის “ტორპედოსთან” საპასუხო მატჩის (2:0) შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ “დილა” 1/2-ფინალში გავიდა, რამაზ სოღოლაშვილმა გუნდის თავკაცის თანამდებობა დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილება გუნდის ზედა ექვსეულში ვერმოხვედრით ახსნა.

გიგატაძე 2010-2013 წლებში ქუთაისის “ტორპედოში” მუშაობდა – მთავარი მწვრთნელიც იყო და დუბლშემადგენლობასაც ავარჯიშებდა. 2011 წელს, მისი ხელმძღვანელობით “ტორპედოს” საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში “გაგრასთან” დამარცხდა (0:1).

გორულ კლუბში გიგატაძის დებიუტი 30 მარტს თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” საშინაო მატჩში შედგება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:39 | 27.03.2014
მუშნი რა ხდება? (163)

მუშნი რა ხდება?

18:26 | 27.03.2014
spravedlivost (5)

სამწვრტნელო შტაბი მტლიანად შეიცვალაა?

13:42 | 27.03.2014
rossonero1 (13120)

ვერ გიტან !!!!!!!!!!!!

0.12558