ფეხბურთი

11:08 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიბზი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები კირან გიბზი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი საკუთარ გუნდს დღეს, “სუონსთან” გასამართ მატჩში დაეხმარებიან.

24 წლის მცველი გიბზი, “ჩელსისთან” გამართულ მატჩში მსაჯმა შეცდომით გააძევა. საკუთარ საჯარიმოში ხელით 20 წლის თავდამსხმელმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, მსაჯს მოეჩვენა, რომ წესი გიბზმა დაარღვია და მას წითელი ბარათი უჩვენა.

“არსენალმა” საფეხბურთო ასოციაციაში ერთბაშად ორი საჩივარი შეიტანა: პირველი - გიბზისთვის ავტომატური დისკვალიფიკაციის მოხსნა იყო, რომელიც მას შეცდომით მიღებული წითელი ბარათის გამო ემუქრებოდა; მეორე - არ მიეცათ დისკვალიფიკაცია ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის, რადგან მან ხელით მოიგერია ბურთი, რომელიც კარში არ მიდიოდა.

ინგლისის ასოციაციამ ორივე საჩივარი დააკმაყოფილა და ახლა კირანს და ალექსს “სუონსისთან” თამაშის უფლება ექნებათ. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096019