ფეხბურთი

9:56 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარმა ესტონეთთან 1:1 ითამაშა

ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ალენ ბულას გაწვრთნილმა გიბრალტარმა ესტონეთთან გასვლაზე 1:1 ითამაშა. ტალინში გამართულ ამხანაგურ მატჩში მასპინძლები 31-ე წუთზე დაწინაურდნენ რაგნარ კლავანის გოლით, თუმცა გიბრალტარელმა ჯეიკ გოსლინგმა 72-ეზე გაათანაბრა.

მოულოდნელი შედეგია თუ გავითვალისწინებთ, რომ გიბრალტარმა მარტში ფარერებთან 1:4 წააგო, ხოლო იმავე ესტონეთთან 0:2 დამარცხდა. ალენ ბულას გუნდში ინგლისელი ფეხბურთელები სჭარბობენ. 

გიბრალტარი 4 ივნისს პორტუგალიის ქალაქ ალგარვიში მალტას ეთამაშება.

თეგებიევრო-2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060595